საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდგომი ტენდენიცია _ ახალი მინისტრი ახალი კადრები _ გრძელდება. ჯანდაცვის ახალი მინისტრი სანდრო ურუშაძე თავის უწყებაში მასშტაბურ რეაორგანიზაციას განაგრძობს. სოციალური მომსახურეობის სააგენტოს გაუქმების შემდეგ მინისტრმა წმედნა აპარატში დაიწყო.
"ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, დღეს სამინისტროს აპარატის თანამშრომლებს სამსახურიდან დათხოვნის ბრძანებები დაურიგდათ.
იმის მიუხედავად, რომ ბრძანებები თანაშრომლებს 22 სექტემბერს ჩაბარდათ, უმეტესი მათგანი სამსახურიდან 20 სექტემბერსაა გათავისუფლებული.
ჯანდაცვის სამინისტროს მარალჩინოსნები, აპარატის თანამშრომლებს უნმარტავენ, რომ თუკი ისინი არ ეთანხმებიან სანდრო ურუშაძის გადაწყვეტილებას, საშუალება აქვთ, სასამართლოს მიმართონ და სამუშაო ადგილის დაბრუნება კანონის საფუძველზე მოითხოვონ.
ბრძანებებში ფორმულირებული არ არის, რა პრეტენზია აქვს მინისტრს კონკრეტულ მუშაკთან ყოველი ცალკეული შემთხვევისას.