საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიის ფარგლებში ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისარს ნავანეთემ პილაის შეხვდა.
მხარეებმა უკანასკნელ წლებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოს წარმატებები აღნიშნეს. ასევე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე ადამიანის უფლებების მასიური დარღვევები განიხილეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აუცილებელია გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისის გააქტიურება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გამუდმებით მონიტორინგის მხრივ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს უმაღლესი კომისარი საქართველოში მოიწვია.