რუსეთის საგარეო საქმეთა სმინისტროს ოფციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება კალკულატორის დახმარებით მომზადდა. ამის შესახებ მან "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა.
"ზურაბიშვილმა ინტერვიუში განაცხადა: „რუსი ტურისტები უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში, რადგან ძალიან უყვართ...“ ვალში არიან? “შერი“ (cherie-ძვირფასო, ფრ.), პირადად თქვენთან არიან ვალში? თუ ძმური გრძნობების გამო? არა, ცხადია, რომ თქვენ ახლა ძალიან ცდილობთ და ეს განცხადება უკვე მომზადებული იყო კალკულატორის დახმარებით. მაგრამ უფრო უკეთესად უნდა ეცადოთ. არა „რუსი ტურისტების გამო - მათ აქვთ წასასვლელი, არამედ იმ ხალხის გამო, რომელმაც თქვენ აგირჩიათ. თუ რაიმე უნდა რუს ტურისტებს, არა უსაფრთხოება, არამედ ის, რომ დახვდნენ მათ როგორც ყველაზე ძვირფას სტუმრებს, რომ ისინი ჩამოვიდნენ დასასვენებლად და არ იკითხონ ყოველდღე შიდა ცნობები. რუსმა ტურისტმა თავის მისმართით უნდა მოისმინონ კეთილი სურვილები “მაღალ-მაღალ მთებში“... ზუსტად ამ ემოციებისთვის რომელიც თუნდაც ყოვეთვის არ მოდის გულიდან (თუმცა აქამდე დარწმუნებულნი ვიყავით, რომ საქართველოში ეს ემოციები სწორედ გულიდან მოდიოდა), ტურისეტბი ფულს იხდიან. თუ არ განიცდით ასეთ გრძნობებს, ან მზად არ ხართ ითამაშოთ, მაშინ არავინ არავის წინაშე ვალში არ არის. არაფერი პირადული, უბრალოდ ბიზნესია.
დღეს სალომე ზურაბიშვილმა Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსი ტურისტები საქართველოში უნდა ჩამოვიდნენ, თუმცა პოლიტიკურ პრობლემების გადასაჭრელად ლიდერებმა უნდა იმუშაონ.