პუტინი გაავებულია და მოქმედებაშია, წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი facebookპირად გვერდზე. ხიდაშელის თქმით, პუტინმა ყველა ბერკეტის ამოქმედება დაიწყო.
"🔺თბილისიდან სწრაფი, იმედიანი, პროაქტიული პასუხი სჭირდება და არა დუმილი!
პასუხი პირველ რიგში საკუთარი მოქალაქეების დასაიმედებლად, ოპტიმიზმისთვის, და ასევე ოკუპანტისთვის!
პასუხი ორ ნაწილიანი უნდა იყოს და აბსოლუტურად სასწრაფო და აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ დაგვაიმედოს, რომ:
🌞 პუტინის შანტაჟის არ ეშინია;
🌞 საქართველო მყარად დგას და სილას იქით გაულაწუნებს;
🌞7, 10, 14 ან 41 პუნქტიანი გეგმა აქვს რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების გასანეტრალებლად 1, 6, 12, 18-თვიან პერსპექტივაში;
🌞 სადღაც, რომელმე უბანზე გვაჩვენონ რომ უფიქრიათ, სატრატეგია შეუქმნიათ, მზად ყოფილან;
🌞 დღეს არ გაიგეს რომ თურმე რუსეთი ეკონომიკას პოლიტიკისთვის იყენებს; რუსული ბაზარი მხოლოდ პოლიტიკის ინსტრუმენტია და გეგმა დიდი ხანია მზად აქვთ;
ეს სწორედ ის მომენტია როდესაც ხელისუფლებამ ანტი-კრიზისული გეგმა უნდა დადოს, სტრატეგია დაგვანახოს! საერთოდ რომ არსებობს შეიმჩნიოს.
⚡️ საკუთარ მოქალაქეებთან კრიზისის დროს ურთიერთობის სიბეცეს ორი დღეა გვაჩვენებენ;
⚡️ ალბათ ეკონომიკაშიც იგივე გეგმა ექნებათ: აი ხომ ხედავთ გახვედით ქუჩაში და ლარი თავზე ჩამოგექცათო გვეტყვიან;
‼️გაგვაოცეთ აბა თქვენ იცით!!!", წერს თინა ხიდაშელი.