საქართველოში სინამდვილეში მიმდინარეობს ხელისუფლების დაუფლების მცდელობა რადიკალების მხრიდან, რომლებიც უცხოეთიდან იმართებიან. ამის შესახებ რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა რუსულ მედიას განუცხადა.
„საქართველოში მიმდინარეობს სახელმწიფო გადატრიალების მორიგი მცდელობა რადიკალური, ექსტრემისტული ძალბის მიერ, რომლებიც უცხოეთიდან იმართებიან და კავშირში არიან ბატონ მიხეილ სააკაშვილთან“,- განაცხადა გავრილოვმა.
დუმის დეპუტატმა ალექსეი ჩაპამ, რომელიც მართლმადიდებელი საპარლამნტთაშორისო ასამბლეაზე რუსეთის ფედერაციის დელეგაციის წევრი იყო, განაცხადა, რომ ეს ადამიანები ტელეფონით მისთვის უცნობ პირებს ინგლისურ ენაზე ესაუბრებოდნენ.