როდესაც სიტყვები რეზინის ტყვიებად გადაიქცევა, ადამიანებს ცრემლი გაზის გამო სდით, ჩვენ თქვენთან ერთად ვტირით ქართველებო - ამის შესახებ ესტონეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
„როდესაც სიტყვები რეზინის ტყვიებად გადაიქცევა, ადამიანებს ცრემლი გაზის გამო სდით, ჩვენ თქვენთან ერთად ვტირით ქართველებო. ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალს საქართველოს პარლამენტთთან განვითარებულ მოვლენებს. გვესმის ის ტკივილი, რომელსაც დღეს ბევრი ადამიანი განიცდის. ყველა მხარეს ვურჩევთ, შეინარჩუნონ სიმშვიდე, იყვნენ თავშეკავებულები და იმოქმედონ სამართლის და კონსტიტუციის ფარგლებში“,- ახადებს ესტონეთის საელჩო თბილისში.