„მშვიდობის პარტია“{ქართული ოცნება}, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაშია, პოზიციებს თმობს რადიკალების ზეწოლის შედეგად, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინ კოსაჩევმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში მიმდინარეობს შეტაკება პირობით პარტიებს - „მშვიდობისა“ და „ომის პარტიებს“{ქართული ოპოზიცია} შორის. კოსაჩევი ამბობს, რომ „მშვიდობის პარტიაში“ არ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან რუსეთთან პირობების გარეშე ნორმალურ ურთიერთობას დათანხმდნენ. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება თითქმის არასდროს გამოთქვამს მზადყოფნას რუსეთთან კონტაქტების შენარჩუნებასთან დაკავშირებით.
„ომის პარტია“, რომელიც დღეს იპოზიციაშია, იქცევა აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ. მას ძალიან სურს, რომ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა მაქსიმალურად რადიკალიზირებული იყოს და საომარ მოქმედებამდეც კი მივიდეს. და აი ეს პარტია, პირობითად რომ ვუწოდოთ „მშვიდობის პარტია“, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია და რომელიც უფრო მეტი პასუხისმგებლობით იქცევა, ღიად თმობს პოზიციებს რადიკალების ზეწოლის შედეგად“, - განუცხადა კოსაჩევმა „როსია 24“-ს.
მისი თქმით, ის ამის გამო ძალიან წუხს, რადგან „ომის პარტიის“ (ოპოზიციის) მოსვლა ხელისუფლებაში ნეგატიურად იმოქმედებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში სამხედრო დაპირისპირების გარეშე ვითარდებოდა.