სადაც შემომთავაზებს მასპინძელი, იქ ვჯდები - მოსკოვში დაბრუნების შემდეგ სერგეი გავრილოვი თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
რუსი დეპუტატის განცხადებით, პროტოკოლის თანახმად, საპატიო ადგილი ასამბლეის თავმჯდომარისთვის არის გამოყოფილი.
გაზეთ "კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გავრილოვი საქართველოს სამართალდამცველებს ექსპრემისტების პასუხისმგებლობაში მიცემისკენ მოუწოდებს.
"ვთვლი აუცილებლად, რომ საქართველოს სამართალდამცველმა ორგანოებმა და გენპროკურატურამ განსაზღვრონ პასუხისმგებლობა ამ ექსტრემისტების. მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატების, რომლებიც ფიზიკური ანგარიშსწორებით იმუქრებოდნენ. იმუქრებოდნენ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციის წევრების მკვლელობით,"- აცხადებს გავრილოვი.
რუსმა დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ მომხდართან დაკავშირებით ქართველი ხალხი ექსტრემისტებს საკადრის პასუხს დაუბრუნებს.
" დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი, შიდა პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად ექსტრემისტებს საკადრის პასუხს გასცემს, რომლებიც ქვეყნის დისკრედიტაციას და იზოლირებას ცდილობენ,"- აღნიშნა გავრილოვმა.