ჯანდაცვის სამინისტრო შესაძლოა მრჩევლების გარეშე დარჩეს. ჯანდაცვის სამინისტროს კულუარებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედით, უახლოეს დღეებში სანდრო ურუშაძის და მინისტრის მოადგილეების თანაშემწეები თანამდებობიდან განთავისუფლდებიან.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად სამინისტროს მაღალჩინოსნები მთავრობის გადაწყვეტილებას ასახელებენ. თუმცა თავად მთავრობაში აღნიშნულ ფაქტს არ ადასტურებენ.
"ჩემთვის ასეთი გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი არ არის"- განუცხადა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარმა მრჩეველმა, მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა ვახტანგ ლეჟავამ.
რადგან მთავრობას აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, მაშინ ჯანდაცვის სამინისტროში მრჩეველთა ინსტიტუტის გაუქმების გადაწყვეტილების ავტორი თავად მინისტრი სანდრო ურუშაძეა.