პარლამენტის ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობენ, აქციის მონაწილეები და პოლიციელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
მოქალაქეებმა პოლიციელებს ფარები წაართვეს, ესვრიან ქვებს და ბოთლებს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის ეზოში შეღწევა სცადეს, რა დროსაც პოლიციამ ძალა გამოიყენა.
დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.