საქართველო პარლამენტის შენობა დატოვა და ახლა „რედისონის“ ტერასაზე სხვა რუს პოლიტიკოსებთან ერთად იმყოფება. გავრილოვი ამბობს, რომ გუშინდელი თბილი მიღების შემდეგ ასეთ დემარშს არ ელოდა.
„ვთვლი, რომ ეს უვარგისი მცდელობა იყო საერთაშორისო მართლმადიდებლური ფორუმის ჩასაშლელად. ჩვენ ჩამოვედით იმ მიზნით, რომ გავამყაროთ ურთიერთობები კულტურისა და განვითარების სფეროში. მიმაჩნია, რომ ჩვენი მართლმადიდებლური კულტურა საკმარისი საფუძველია საპარლამენტთაშორისო კავშირების გასამყარებლად. ჩვენი ღონისძიება ტარდება მწვავე საკითხების განხილვის გარეშე. ვეძებთ ახალ გზებს, რომ ჩვენს მართლმადიდებელ ერებს შორის ურთიერთობა გაძლიერდეს. სამწუხაროდ, ჩემს შესახებ ფეიკ ნიუსებს ავრცელებენ. არასდროს მიმიღია მონაწილეობა საომარ მოქმედებებში არც აფხაზეთსა და არც სხვაგან. ცხელ წერტილებში ჩემი ვიზიტი მხოლოდ მიზნად ისახავდა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქრისტიანების დახმარებას სირიასა და კოსოვოშიც“, - თქვა გავრილოვმა.
თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია 20 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. რუსეთის დუმის დეპუტატი, კომუნისტურ პარტიიდან სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდანსხდომას გაუძღვამ რასაც დეპუტატების პროტესტი მოჰყვა. გავრილოვის გამოსვლა გააპროტესტა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყანას შორის, რომელიც არა მხოლოდ ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს. სხდომა შეწყდა და გავრილოვი დარბაზიდან გაიყვანეს. ოპოზიცია ითხოვს პასუხიმგებლობა პარლამენტის თავმჯდომარემ აიღოს და თანამდებობდა დატოვოს.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია 19 ივნისს ავლაბრის ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს, მსოფლიოსა და რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლები. რუსეთის ფედერაციის დელეგაციის შემადგენლობაში არიან სერგეი გავრილოვი, ივან სუხარევი, ალექსეი ჩეპა, ნიკოლაი ზემცოვი, ირინა კუზმინა, ალექსანდრ ფომენკო და ელენე კამინსკაია. 19 ივნისის ღონისძიებაზე სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოვიდა. სერგეი გავრილოვი რუსეთის კომუნისტურ პარტიას წარმოადგენს. გავრილოვი აფხაზეთში იმყოფებოდა აფხაზეთის ომის მიმდინარეობის დროს და ომში საქართველოს წინააღმდეგ მონაწილეობდა. გავრილოვის სიტყვით გამოსვლის დროს, პროტესტის ნიშნად, სხდომა დატოვა უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა. მისი თქმით, მიუღებელია ასამბლეაში რუს დეპუტატებთან ერთად მონაწილეობა.