ქართველი და იაპონელი ფიზიკოსები ერთობლივ კვლევებს განახორციელებენ. ეს გადაწყვეტილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინსა და საქართველოში იაპონიის ელჩს მასაიოში კამოჰარას შორის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
ასევე მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ორ ქვეყანას შორის აკადემიური პერსონალის, მეცნიერ-თანამშრომლებისა და სტუდენტების გაცვლა; ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელება; ლექციების ჩატარება და სიმპოზიუმების მოწყობა.
როგორც სამინისტრო იუწყება, მინისტრსა და ელჩს შორის სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნა ისეთი საკითხები როგორიცაა: ქართველი მეცნიერების, ინჟინრებისა და სტუდენტების კეკ-ის მიმდინარე და სამომავლო კვლევებში ხანგრძლივი ვადით მონაწილეობისათვის ხელშეწყობა. შაშკინის უწყების განმარტებით, თანამშრომლობა ითვალისწინებს სამინისტროსა და კვლევით ორგანიზაციას შორის დადებული შეთანხმება, რომლის მიზანია თეორიული და გამოყენებითი ფიზიკისა და მასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიურ დარგებში სამეცნიერო-აკადემიური და ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავება.
ბირთვული და ელემენტარული ფიზიკის სფეროში კვლევებით, სამინისტროს ინფორმაციით დაინტერესებულები არიან საქართველოს შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტი.