პერუში, კაუსკოს რეგიონში, აპურიმაკის მდინარეზე ბალახის ხიდს ყოველ წელს ხელახლა აშენებენ.
„ქესვაჩაკას“ ხიდს, 600 წელია სოფლის ქალები შიშველი ხელებით წნავენ. ეს ხიდი ინკას იმპერიის მთავარ ქალაქებს აკავშირებდა. 2013 წლიდან კი ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილია.
ბალახის ხიდის შენების ტრადიციები თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ამ ტრადიციის მიხედვით, მხოლოდ მამაკაცებს ჰქონდათ უფლება რომ ხიდი აეგოთ. ქალები ხიდის შემადგენელ ნაწილებს ბალახისგან წნავდნენ და მტკიცე თოკებს ამზადებდნენ.
რეკონსტრუქციის პირველ დღეს, მამაკაცები იკრიბებიან ძველი ხიდის გარშემო და პატარა თოკებს დიდი ზომის საყრდენებად გარდაქმნიან. ხიდის მთავარ საყრდენს ექვსი მსხვილი სამმაგი თოკი, დაახლოებით 30 სანტიმეტრის სისქის წნული წარმოადგენს. თითოეული 120-მდე თავდაპირველი თხელი თოკისგან შედგება. ამავდროულად ძელი ხიდი, სათავეებში იჭრება და ვარდება წყალში.
თითოეული ოჯახს ბალახის დამუშავებაში თავისი წვლილი შეაქვს. ბალახი რომელსაც იყენებენ, ადგილობრივები „ქოია იჩუს“ სახელით მოიხსენიებენ. თოკების მეტი სიმტკიცისთვის, ბალახს ჯერ ქვებით დაბეგვავენ, შემდეგ კი წყალში გაჟღენთავენ.
მაშინ, როდესაც ყველა დაკავებულია, ქალები სოფლებიდან მოტანილ რამდენიმე ღუმელში გემრიელ საჭმელებს ამზადებენ. წვავენ ქათმებს, ამზადებენ სტეიკს ადგილობრივი რეცეპტით. თუმცა ყველაზე პოპულარული, მდინარის პირას სხვადასხვა ფერისა და ფორმის, ღუმელში გამომცხვარი კარტოფილია.
6 მსხვილი თოკიდან, ოთხი საყრდენია, ორი კი მოაჯირის როლს ასრულებს. მდინარის ორივე მხრიდან, ხიდის გაჭიმვას მთელი დღე სჭირდება. მესამე დღეს, სოფლის ყველაზე მამაცი კაცი ხიდზე გადის და ამოწმებს მის სიმკვრივეს, დამცავ ჯებირს, პატარა თოკებს და ყველა დეტალს, რათა დარწმუნდეს რომ ადამიანები უსაფრთხოდ შეძლებენ ხიდზე გადასვლას. აღსანიშნავია, რომ ხიდის მზადების პროცესში არ გამოიყენება თანამედროვე იარაღები და ტექნოლოგიები.
„ქესვაჩაკას“ ხიდის მშენებლობა ყოველ წელს ხდება, ხოლო ამ ღირშესანიშნავი მიღწევის შემდეგ მუსიკისა და ტრადიციული კერძების კვალდაკვალ იწყება ზეიმი. ხიდის მშენებლობიდან მეოთხე დღე, ყოველთვის უნდა დაემთხვას ინვისის მეორე კვირის კვირა დღეს.
ფოტო: Jordi Busque