საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 20-22 ივნისს ბელარუსს ეწვევა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ათონელის სასახლეში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი მინსკში მეორე ევროპული თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიალს დაესწრება და ადგილზე უგულშემატკივრებს ქართველი სპორტსმენების ასპარეზობისას.
„დაგეგმილია პრეზიდენტის სტუმრობა სპორტსმენთა ქალაქში, სადაც თამაშების მონაწილე საქართველოს 63 სპორტსმენი „ევროპული თამაშების“ ფარგლებში იცხოვრებს.
ამასთან, მინსკში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ოფიციალური შეხვედრები ბელორუსის მხარესთან. დაგეგმილია ასევე ბელორუსში მყოფი სხვადასხვა ქვეყნის მაღალი დონის დელეგაციების წარმომადგენლებთა, როგორც ორმხრივი, ასევე გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრები“, - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.