2003 წელს, საქართველომ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში პირველად მიიღო მონაწილეობა. ქართველი ბორჯღალოსნები ისეთი თავგანწირვით იბრძოდნენ, რომ მთელი "ოზი სტეიდიუმი" მათ გულშემატკივრობდა. საქართველო იმ დროს, სამხრეთ აფრიკას ხვდებოდა, რომელთანაც ბუკმეიკერები 65 დან 85 ქულამდე დამარცხებას წინასწარმეტყველებდნენ.
ქუთაისელი ბორჯღალოსნის, დავით დადუნაშვილის ლელომ, რომელიც ქართული რაგბის ისტორიაში უკვე იქცა ლეგენდად, წაგებული თამაში ტრიუმფად აქცია.
ვიდეოში ნაჩვენებია პირველი ისტორიული ლელო, რომელიც ქართველებმა ბორჯღალოსნებმა სამხრეთ აფრიკასთან დადეს. ანგარიში 46-19, სამხრეთ აფრიკელების გამარჯვებით დასრულდა.