ამერიკელ მილიარდელი დონალ ტრამპი ვიცე-მის საქართველოთი და პრეზიდენტის პრესმდივნით მოიხიბლა.
ამის შესახებ ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას ჟურნალი "MOU"-ში დაბეჭდილ მის სამყაროს მონაწილეთა ფოტოებზე, კერძოდ ნანა გოგიჩაიშვილის ფოტოზე გაამახვილა ყურადღება.
"მის სამყაროს მონაწილებს შორის ქართველი გოგოც არის. ძალიან ლამაზია", - აღნიშნა დონალ ტრამპმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ნანა გოგიჩაიშვილი მისი პრესმდივნის ნათია ბანძელაძის შვილია.
"შეუძლებელია თქვენ 20 წლის შვილი გყავდეთ. ძალიან ლამაზად გამოიყურებით. რატომ თქვენ არ მიიღებთ კონკურსში მონაწილეობას?!", - მიმართა ამერიკელმა მილიარდელმა ნათია ბანძელაძეს.
შეხვედრის დასულების შემდეგ დონალ ტრამპმა ნათია ბაძელაძესთან სამახსოვრო ფოტი გადაიღო.