საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის სოციალურ ქსელ ფეისბუკზე წერს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ადგილზე რომ იყოს, ბიზნესმენ ლევან ვასაძეს, დღეს ვერის ბაღში, აქციაზე გაჟღერებული მუქარის შემცველი განცხადებების გამო, ტრიბუნაზევე დაააკვებდა.
"მე რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყო, დღეს იქვე ტრიბუნაზე დავაკავებდი ვასაძეს. სადმე თვალი ხომ არ ჩაუკრავს იმას [გიორგი გახარიას] - წერს ხიდაშელი ფეისბუკზე.
დღეს, ვერის ბაღში გამართულ "ნამდვილი კაცების შეკრებაზე" ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ მოუწოდა სხვადასხვა ჯგუფებს სახალხო რაზმის შექმნისკენ, რომლებიც "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ იქნებიან მიმართული.
„თბილისი პრაიდის წინააღმდეგ შექმნილი სახალხო რაზმები პოლიცის კორდონების გარღვევის სტრატეგიაზე მუშაობენ. ქამარში ჩავიდებთ თითო კომბალს და თუ შეგვდგებიან, დავუბრუნებთ კომბალს“, - განაცხადა ვასაძემ.
ვასაძემ ასევე მუქარის შემცველი განცხადება გაავრცელა საქართველოში მომუშავე დიპლომატებისა და ელჩების მიმართ.
ტუტუცი უცხოელი ელჩი, ვისაც არ ესმის, რომ მისი საქმე არის საელჩოში ჯდომა და ელჩობა, რომელიც გამოდის ქუჩაში, გვასწავლის ჩვენ ჭკუას და ესხმის თავს ჩვენი სახელმწიფოს წარმომადგენლებს, ჩვენი ეკლესიის ხელმძღვანელობას უშრობს სისხლს და ეუბნება, რომ "ეს ქენით, თორემ იმას გიზამთ და ამას გიზამთ", ის აღარ არის ელჩი, ძმაო, ის არის უზრდელი, არადიპლომატიური პროვოკატორი, რომელიც ერევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და თუ უნდა, ხელები შევუკრათ თავისი დაცვიანად, არც ეგაა პრობლემა. შევუკრავთ ხელებს და მივაბრძანებთ უკან თავის საელჩოში ისე, რომ თავიდან თმის ღერიც არ ჩამოუვარდება", - განაცხადა ვასაძემ.