22-24 სექტემბერს ჟენევაში ევროპის ქვეყნების ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების ალიანის EANA-ს კონფერენცია და ყოველწლიური გენერალური ასამბლეა გაიმართება. წელიწადში ერთხელ იკრიბება და ინფორმაციის გავრცელება მიწოდების, ობიქტური ინფორმირებულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების საკითხებზე მსჯელობს.
ევროპის ქვეყნების ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების ალიანის არის მსოფლიოს ერთ-ეღთი ყველაზე ავტორიტეტული მედიაორგანიზაცია, რომელიც ევროპის 30 ქვეყნის ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოებს აერთიანებს (ერთი ქვეყანა ერთი წევრი).
წლევანდელი გენერალური ასამბლეაზე მოისმენენ ერთი წლის განმავლობაში გაწეულ მუშაობის აგნარიშსა და განიხილავს რიგ ორგანიზაციულ საკითხებს.
კონფერენციაზე კი საინფორმაციო ტექნოლოგიების სრულყოფასა და ინფორმაციის მიწოიდების ხარისხის გაუმჯობესებაზე იმსჯელებენ.
ევროპის საინფორმაციო სააგენტოების ალიანსის ჯილდოს საინფორმაციო სააგენტოების ხარისხში სრულყოფილების 2010 წლის მიღწევისათვის ავსტრიის საინფორმაციო სააგენტო APA და პორტუგალიის საინფორმაციო სააგენტო LUSA გაიყოფენ.
EANA-ს ბიურომ, რომელიც არის ასევე დაჯილდოების ჟიური, განაცხადა, რომ APA-ს პროექტები შეიცავს საინფორმაციო სააგენტოების სარედაქციო, ტექნოლოგიურ და კომერციულ სტრატეგიებს უმთავრეს და ყველაზე წარმატებულ ასპექტებს.