ამერიკელი დიპლომატების ნაწილმა LGBTQ+ დროშა შენობების მიმდებარე ტერიტორიებზე აღმართა. ამ ფაქტს წინ უძღვოდა, თეთრი სახლისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მითითება, ამერიკის შეერთებული შტატების დროშასთან ერთად LGBTQ+ დროშების აღმართვის აკრძალვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
თეთრი სახლის აკრძალვის მიუხედავად, ამერიკელმა დიპლომატებმა კრეატიული გზა აღმოაჩინეს პრობლემის გადასაჭრელად და ლგბტ თემის მხარდასაჭერად. მათ დროშები შენობის მიმდებარე ფასადებსა და ღობეეზე აღმართეს. მათ შორის ისრაელში, აშშ-ის საელჩოს თელავივის ფილიალში, რომელმაც ფერადი დროშა ერთ-ერთმა პირველმა აღმართა. ამ ინიციატივას შეუერთდნენ ამერიკის საელჩოები გერმანიაში, ბრაზილიაში, ლატვიაში, სამხრეთ კორეასა და ინდოეთში, მონღოლეთში და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა თქვა, რომ თეთრ სახლზე, კაპიტოლიუმის შენობასა და აშშ-ის საელჩოებზე მხოლოდ ერთი დროშა უნდა იყოს აღმართული და ისიც ამერიკის. ამ განცხადებით მაიკ პენსმა მხარი დაუჭირა თეთრ სახლს, რომელმაც LGBTQ+ დროშის აღმართვაზე უარი თქვა.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, მიკრობლოგ "ტვიტერზე" განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ იგი მიესალმება ლგბტ ადამიანების განსაკუთრებულ წვლილს სახელმწიფოს წინაშე.
"ლგბტ პრაიდის თვეს ჩვენ ვზეიმობთ და მივესალმებით ლგბტ ადამიანების განსაკუთრებულ წვლილს ჩვენი დიდი სახელმწიფოს წინაშე. მოდით, სოლიდარობის ნიშნად გვერდით დავუდგეთ იმ უამრავ ლგბტ ადამიანს, რომლებიც ცხოვრობენ ქვეყნებში, სადაც სჯიან, აპატიმრებენ და სიკვდილსაც უსჯიან სექსუალური ორიენტაციის გამო", - დაწერა ტრამპმა "ტვიტერზე".
მონღოლეთი: