ცნობილი მექსიკელი მსახიობი ედიტ გონსალესი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას "ტელემუნდო" ავრცელებს.
გონსალესს კიბოს დიაგნოზი 2016 წელს დაუდგინეს.
ქართველმა მაყურებელმა ედიტ გონსალეში ტელესერიალ "ველურ გულსა" და "დონა ბარბარაში" შექმნილი როლებით გაიცნო და შეიყვარა.
ედიტ გონსალესი 1964 წლის 10 დეკემბერს ქალაქ მონტერეიში ნუევო ლეონში, მექსიკაში დაიბადა.
მსახიობი მცირე ასაკიდან დაკავშირებული იყო ხელოვნების სამყაროსთან. მონაწილეობდა სასკოლო სპექტაკლებში და საბავშვო გადაცემებში. ერთ-ერთსაბავშვო გადაცემაში ის ტელეპროდიუსერს მოეწონა და სერიალში ათამაშა. იმ პერიოდიდან მოყოლებული, ედიტ გონსალესი ტელესერიალების სამყაროში მუდმივად რეიტინგული და პოპულარული მსახიობია. მსახიობი დიდი სიფრთხილით არჩევდა როლებს. ცდილობდა, საყვარელ ოჯახთან მეტი დრო გაეტარებინა.
2004 წელს მთავარი როლი ითამაშა სერიალში "გრძნობების გარეშე", მაგრამ ფილმის მიტოვება ორსულობის გამო მოუწია. 2006 წელს ედიტმა თავისი პირველი უარყოფითი გმირი განასახიერა სერიალ "მკაცრ სამყაროში".