ედიტ გონსალესი
ედიტი გონსალესი დაიბადა 1964 წლის 10 დეკემბერს ქალაქ მონტერეიში ნუევო ლეონში, მექსიკაში. საქართველოში ის ცნობილი გახდა სერიალით "დონა ბარბარა", რომელშიც ის მთავარ როლს ასრულებს.
ედიტი პატარაობიდანვე დაკავშირებული იყო ხელოვნების სამყაროსთან. მონაწილეობდა სასკოლო სპექტაკლებში და საბავშვო გადაცემებში. ერთ–ერთ საბავშვო გადაცემაში ის ტელეპროდიუსერს მოეწონა და დიდ სერიალში ათამაშა. იმ პერიოდიდან მოყოლებული, ედიტ გონსალესი ტელესერიალების სამყაროში მუდმივად რეიტინგული და პოპულარული მსახიობია. მსახიობი დიდი სიფრთხილით არჩევდა როლებს. ცდილობდა, საყვარელ ოჯახთან მეტი დრო გაეტარებინა.
2004 წელს მთავარი როლი ითამაშა სერიალში "გრძნობების გარეშე", მაგრამ ფილმის მიტოვება მალე მოუწია, რადგან აღმოაჩინა, რომ ფეხმძიმედ იყო. ედიტმა ბავშვის მამის ვინაობა საიდუმლოდ დატოვა. როლის თამაში კი სხვა მსახიობს მოუხდა. 2006 წელს ედიტმა თავისი პირველი უარყოფითი გმირი განასახიერა სერიალ "მკაცრ სამყაროში". 2008 წელს ერთ–ერთ ინტერვიუში სკანდალური განცხადება გააკეთა – განაცხადა, რომ ბავშვის მამა პოლიტიკოსი სანტიაგო კრელია.
ამ სკანდალური აღიარების შემდეგ ედიტმა მთავარი როლი მიიღო სერიალში "დონა ბარბარა" რომელშიც ის დონა ბარბარას ასახიერებს კრისტიან მეიერთან და ხენესის როდრიგეზთან ერთად.
2011 წელს ედიტ გონსალესმა შეწყვიტა კონტრაქტი კომპანია ტელევისასთან და გადავიდა მის კონკურენტ არხ "TV Azteca"–ში. ამის შემდეგ გამოვიდა მათი ერთობლივი ნამუშევარი "მეწამული ცა", რომელმაც Azteca-ს ისტორიაში რეიტინგების მხრივ გარდატეხა მოახდინა. 2013 წელს ასევე გამოვიდა ედიტის მეორე სერიალი TV Azteca-ზე - "უკუღმართი ცხოვრება", რომელიც საკმაოდ მაღალ რეიტინგული იყო.
ედიტს ჰყავს გოგონა - კონსტანზა კრელი
2010 წელს იგი დაქორწინდა ლორენსო ლაზოზე.
ედიტ გონსალესი 2019 წლის 13 ივნისს გარდაიცვალა.