დღეს, 22 სექტემბერს, 12:00 საათზე, პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის 161-ე საჯარო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სასკოლო სასადილოს გახსნიან.
ახალი სასადილო კომპანია "გოგლი-მოგლმა" კეთილმოაწყო და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა. ანგარიშსწორება სასადილოში პლასტიკური ბარათებით მოხდება.