თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ახალი პოლიტიკური მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს“ პრეზენტაცია გამართა. მის პარტიაში არიან ეროვნული ფორუმის ყოფილი წევრი გუბაზ სანიკიძე, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კოტე კემულარია, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ვალერი გელბახიანი, კომიკოსი ნიკა რამიშვილი და სხვები.
ირაკლი ოქრუაშვილმა პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში იმუშავებენ თბილისში, ხოლო ივლისის ბოლის გავლენ რეგიონებში.
ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების ცვლილება ქვეყანაში არჩევნების გზით უნდა მოხდეს და ამისთვის ახალშექმნილი პოლიტიკური ძალა ყველაფერს გააკეთებს.
“ამ ადამიანის მოშორება შესაძლებელი გახდება მხოლოდ და მხოლოდ ერთობით. ამიტომ „ძალა ერთობაშია“ იქნება გამაერთიანებელი ლოზუნგი თითოეული ჩვენგანისთვის," - აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.