11 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7347 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7348 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.01 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0946 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0920 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.26 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4717 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.4774 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 12 ივნისიდან შევა ძალაში.