საქართველოს პედაგოგთა და მეციერთა თავისუფალი პროფკავშირის ყოფილი პრეზიდენტი მანანა ღურჭუმელაძე კანადაში იმყოფება და პოლიტიკურ თავშესაფარს თხოვს.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" თავად ღურჭუმელიძემ განუცხადა. მისი თქმით, საქართველოდან წასვლის მიზეზი, მისი და მისი ოჯახის წევრების სახელმწიფო სტრუქტურებისგან დევნა გახდა.
"მე საქართველოდან წავედი ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებისთვის. სახელმწიფო უწყებები, ჩემი მასალების გამო გვდევნიდნენ. ამჟამად კანადაში ვიმყოფები და ამავე ქვეყანაში ვითხოვ პოლიტიკურ თავშესაფარს", - განუცხა "ჯი-ეიჩ-ენს" ღურჭუმელიძემ.