საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ქალაქი მონრეალი მასპინძლობს. მთავრობის მეთაური კანადას 9-10 ივნისს ეწვევა.
9 ივნისს პრემიერი სიტყვით გამოვა ამერიკის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის გახსნით სესიაზე, რომელზეც საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით არსებულ პოტენციალსა და განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრებს.
მონრეალში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვედრებს გამართავს წამყვანი საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებსა და მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან.