ვაშინგტონში, ანსამბლ ერისიონის ახალი თაობის კონცერტი გაიმართა. კონფერენციის ორგანიზატორი იყო აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული ადმინისტრაცია (NASA) და კოსმოსის ეროვნული საზოგადოება (NSS). კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ერისიონის ახალი თაობის - ანსამბლ „ჩაკრულოს” კონცერტი.
აღნსანიშნავია, რომ 2020 წელს, ივნისში საქართველო ასტროფიზიკისა და კოსმოსური კვლევების პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს.
ვაშინგტონში გამართულ ღონისძიება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშიც დაესწრო.
„მომავალ წელს, 2020 წლის ივნისში საქართველო ასტროფიზიკის და კოსმოსური კვლევების პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. ეს შეხვედრა გახდება ახალი დიალოგის საფუძველი, თუ როგორ შეუძლია საქართველოს და ჩვენი ქვეყნის მსგავს სახელმწიფოებს საკუთარი როლი შეიტანონ კოსმოსური კვლევების გლობალური დღის წესრიგში”,- აღნიშნა მარიამ ჯაშმა ვაშინგტონში.
მარიამ ჯაშმა მეცნიერებისა და განათლების პოპულარიზაციის ფონდი “ნოვას“ დამფუძნებელს, რამაზ ბლუაშვილს განსაკუთრბული მადლობა გადაუხადა.
„განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის რამაზ ბლუაშვილს - მეცნიერებისა და განათლების პოპულარიზაციის ფონდის “ნოვა”დამფუძნებელს, რომელიც კოსმოსში კაცობრიობის გზავნილებს შორის “ჩაკრულოს” შერჩევის შესახებ დოკუმენტური ფილმის ავტორია“
აღსანიშნავია, რომ რამაზ ბლუაშვილი 2017 წელს თბილისში NASA-ს წამყვანი მეცნიერების ჯონ კასანისა და რობ მენინგის ვიზიტის ორგანიზატორია.