დილა შესაძლოა, ყველაფერმა გაგიფუჭოთ, მაგალითად, მაღვიძარას ზარმა, ცუდმა ამინდმა ან მოულოდნელმა საცობმა. მაგრამ არსებობს ისეთი რამ, რაც მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული: ასეთია მავნე ჩვევები.
ამ მავნე ჩვევებს, პირველ რიგში, განეკუთვნება დილით ყავის დალევა. როდესაც იღვიძებთ, ორგანიზმის ენერგეტიკული დონე ძალიან მაღალია, ამიტომ ყავის დალევა, მაშინ როდესაც ნახევრად გძინავთ, რეკომენდებული არ არის _ ამის გამო ძლიერდება მღელვარების გრძნობა. უმჯობესია, გაღვიძებიდან ერთი საათის შემდეგ დატკბეთ ამ არომატული სასმელით. ამ დროისთვის ენერგეტიკული დონე დაწევას იწყებს, ყავა კი დაგეხმარებათ დღის ბოლომდე მის შენარჩუნებაში.
შემდეგი მავნე ჩვევაა საუზმეზე იოგურტის მირთმევა.
იმისთვის, რომ უზრუნველყოთ ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირება, საუზმე უნდა შედგებოდეს პროდუქტებისგან, რომლებიც შეიცავს ცილას, ნახშირწყლებსა და ცხიმის მცირე დოზას. ამიტომ იზრუნეთ კვების ბალანსირებაზე, რათა არ გაგიჩნდეთ კუჭის წყლული და მთელი დღის განმავლობაში თავი მხნედ იგრძნოთ.
მავნე ჩვევაა ფოსტის შემოწმებაც. პირველ რიგში ამ მავნე ჩვევაზე უნდა თქვათ უარი და რაც შეიძლება სწრაფად. წერილებმა, რომელსაც დილიდანვე წაიკითხავთ, შესაძლოა, მთელი დღის განწყობა გაგიფუჭოთ. იმის ნაცვლად, რომ ინერვიულოთ სამსახურზე, დაიწყეთ დღე უფრო სასიამოვნო საქმიანობით. მაგალითად, ვარჯიშით, ჟურნალის კითხვით ან ახლობლებთან საუბრით. ეს დაგეხმარებათ დადებითი ემოციებით დატვირთვასა და შრომისუნარიანობის ამაღლებაში.