ლესბოსელი წყვილი, რომელიც ლონდონში ავტობუსით მგზავრობდა, ჰომოფობიურ ნიადაგზე რამდენიმე მამაკაცმა სცემა და კოცნა აიძულა. ამის შესებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მელანია და კრისი, ლონდონიდან ქალქ კამდენში მიემგზავრებოდნენ, რა დროსაც რამდენიმე მამაკაცმა მათი სექსუალური შევიწროება დაიწყო.
მას შემდეგ, რაც მოძალადე მამაკაცებმა აღმოაჩინეს, რომ გოგონები ლესბოსელები იყვნენ წყვილს კოცნა მოსთხოვეს, რაზეც მათ უარი განაცხადეს.
დაშავებული გოგონა იხსენებს, რომ მოძალადე მამაკაცებისთვის უარის განცხადების შემდეგ მას და თავის პარტნიორ გოგონას თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს.
ლესბოსელი წყვილი ჰოსპიტალში სახის დაზიანებებით გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საქმეს სკოტლანდ იარდი იძიებს. ლონდონის საოლქო პოლიციის ოფიცერის განცხადებით, თავდასხმაში 4 მამაკაცი მონაწილეობდა, და მიმდინარეობს თვითმხილველების გამოკითხვა. აღსანიშნავია, რომ ლონდონის პოლიციმ სექსუალური შევიწროებისა და ჰომოფობიურ ნიადაგზე თავდასხმის აქტი დაგმო.
„ჰომოფობიურ ნიადაგზე შეურაცხყოფა და ძალადობა არასდროს იქნება ლონდონის პოლიციის მხრიდან შეწყნარებული“,- აღნიშნა საგამოძიებო სამსახურის წამომადგენელმა სივან ჰაივარდმა.
აღნიშნული ფაქტს ლონდონის მერი, სადიქ ხანიც გამოეხმაურა:
„ეს იყო ამაზრზენი, შეუბრალებელი თავდასხმა. ლონდონში, ლგბტქ+ საზოგადოების წინააღმდეგ სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული არასდროს იქნება შეწყნარებული“, - აღნიშნა ლონდონის მერმა მიკრობლოგ ტვიტერში.