ხვალ, 22 სექტემბერს, 11:00 საათზე, გაეროს სახლში ინტერნეტკონკურსის "რა არის დემოკრატია?" გამარჯვებული გამოვლინდება, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ჯეიმი მაკგოლდრიკი დააჯილდოებს.
კონკურსი სოციალურ მედიასივრცეში, Fაცებოოკ-ში, გაიმართა და ერთი კვირის განმავლობაში 400-მდე მნახველი და მონაწილე მოიზიდა. 10-იდან 17 სექტემბრამდე საკონკურსო გვერდზე 60-ზე მეტი ორიგინალური გამონათქვამი, გრაფიკული სურათი და ვიდეორგოლი გამოქვეყნდა. კონკურსის შედეგები ჟიურიმ შეაფასა, რომლის შემადგენლობაში სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები შევიდნენ.