ესპანეთი ბევრი რამით არის მომხიბვლელი - უგემრიელესი სამზარეულო, რბილი კლიმატი, შესანიშნავი მუსიკა, ფლამენკო და დიდებული ისტორია. დღეიდან, ესპანეთს კიდევ ერთი „ჯილდო“ შეიძლება დავამატოთ - მსოფლიოს ყველაზე ჯამრთელი ქვეყანა.
მსოფლიოს ყველაზე ჯანმრთელი ქვეყნების ინდექსი Bloomberg-მა გამოაქვეყნა. ინფორმაციის დამუშავებისას გამოცემა გაეროს, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის მონაცემებს დაეყრდნო.
მსოფლიოს ყველაზე ჯანმრთელი ქვეყნების ათეულში შედიან ასევე იტალია, ისლანდია, იაპონია, შვეიცარია, შვედეთი, ავსტრალია, სინგაპური, ნორვეგია და ისრაელი.