4 დაღუპული, 10 დაჭრილი - რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული დაპირისპირება დონბასში
უკრაინული საინფორმაციო სააგენტო Unian-ის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა, უკრაინის კოტროლირებად 16 სოფელზე იერიში მიიტანეს.
„მოკლულია ორი უკრაინელი ჯარისკაცი და დაჭრილია კიდევ ორი {მოგვიანებით გარდაცვლილი}. თითოეულ პროვოკაციაზე უკრაინის პასუხი იყო ადეკვატური. დაზვერვის ინფორმაციით, მოკლულია ერთი ოკუპანტი“, - ნათქვამია უკრაინის შეირარაღებული ძალების პრესის ადმინისტრაციის განცხადებაში, რომელიც 7 ივნისს, კიევის დროით 7 საათზე გავრცელდა.
Unian-ის ინფორმაციით, ხუთშაბათს რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გახსნეს 120 მმ-იანი ნაღმტყორცნით, ქვეითი საბრძოლო მანქანებით, ტანკსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებით, სხვადასხვა სახის ყუმბარმტყორცნებით, მძიმე ტყვიამფრქვევითა და სნაიპერული და პატარა იარაღებით.
თავდასხმის ქვეშ მოყვა უკრაინის პოზიციები ქალაქ მარინკასთან ახლოს, ასევე სოფლების ოპიტნის, პავლოპილის, ვოდიანის, ჩერმალიკისა და მაიორსკის სიახლოვეს.
"პარასკევს შუაღამისას, რუსულმა ძალებმა შვიდჯერ დაარბიეს უკრაინის პოზიციები - პავლოპილთან, ჰნუტოვთან, ნოვოლუხანსკთან, ტრავნევევსა და ზაიცევთან ახლოს. გამოყენებული იყო 122 მილიმეტრიანი საარტილერიო სისტემა, 120 მილიმეტრიანი ნაღმტყორცნები, საბრძოლო მანქანებზე დამონტაჟებული იარაღი, ავტომატური ყუმბარმტყორცნი, მძიმე ტყვიები და პატარა იარაღი“, - ნათქვამია განცხადებაში.
ფოტო: Reuters