"ქრისტიან-დემოკრატები" საჭადრაკო კლუბისთვის სახელის გადარქმევას აპროტესტებენ. ბათუმის ბულვარში დღეს გამართულ აქციაში აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ბათუმის საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატი" წევრები მონაწილეობდნენ. კლუბ ,,ნონას'', რომელიც წლების განმავლობაში ატარებდა ნონა გაფრინდაშვილის სახელს, რეკონსტრუქციის შემდეგ ,,ვეტერანთა კლუბი'' ეწოდა . აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ბათუმის საკრებულოს არ მიუღია ოფიციალური გადაწყვეტილება სახელის ცვლილებასთან დაკავშირებით, ამიტომ კლუბს მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის - ნონა გაფრინდაშვილის სახელი უნდა დაუბრუნდეს.