უკრაინამ უნდა გააგრძელოს ევროკავშირისკენ მტკიცე სვლა და ევროპული ინტეგრაცია უკრაინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გარანტიაა. ეს იყო უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მთავარი გზავნილი მისი ბრიუსელში ვიზიტისას, რომელიც მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან ერთობლივ ბრიფინგზე გააჟღერა.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა დონალდ ტუსკსა და ევროკომისიის პრეზიდენტს ჟან-კლოდ იუნკერს ბრიუსელში გულთბილი დახვედრისთვის.
„ჩემი ბრიუსელში ვიზიტების შედეგების გათვალისწინებით, ეჭვგარეშედ შემიძლია ვთქვა, რომ ევროკავშირი რჩება უკრაინის სანდო და მტკიცე მხარდამჭერად ახალი წარმატებების მიღწევის გზაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროკავშირს, გააძლიეროს სანქციები რუსეთის მიმართა, რაც მშვიდობასა და სტაბილურობას მოუტანს უკრაინას.
თავის მხრივ, დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ ზელენსკის პირველი საზღვარგარეთული ვიზიტის განხორციელება ბრიუსელში არის ძალიან ძლიერი სიგნალი და ევროკავშირი მუდამ მზადაა აღმოუჩინოს უკრაინას დახმარება დემოკრატიის გაძლიერებაში, კანონიზ უზენაესობაში, კორუფციასთან ბრძოლასა და ეკონომიკურ განვითარებაში.
ტუსკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს ევროკავშირის იმედი, როგორც მისი საუკეთესო მეგობრისა და მოკავშირისა.