საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შესახებ რეზოლუციის მიღებას ეხმიანება.
"გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს რეზოლუცია, რომელიც ადასტურებს იძულებით გადაადგილებულ პირთა და მათ შთამომავალთა უფლებას დაბრუნდნენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ეს ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევის წარმატებაა და დიდი იმედი იმ ათასობით იძულებით გადაადგილებული პირისთვის, რომელიც სახლში დაბრუნებას ელოდება", - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა მიკრობლოგ "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე.
შეგახსენებთ, გუშინ, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შესახებ რეზოლუცია მიიღო.