საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 10-12 ივნისს ჟენევას ეწვევა, მიემგზავრება, სადაც შრომის მსოფლიო ორგანიზაციის 108-ე სესია გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა „ათონელის სასახლეში“, დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე.
წელს შრომის მსოფლიო ორგანიზაცია 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის, გერმანიის, ნორვეგიის, თურქეთის, ესტონეთის და სხვა ქვეყნების მეთაურებთან ერთად, ერთ-ერთი პანელის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. პარალელურად, იგეგმება გაეროს იმ სააგენტოების ხელმძღვანელებთან შეხვედრები, რომლებიც განლაგებულია ჟენევაში.