15-16 ივნისს, „რესპუბლიკის“ შენობაში ქართულ- გერმანული პროფესიული განათლების დღეები გაიმართება. ღონისძების მიზანია, საზოგადოების ინფორმირება პროფესიული განათლების შესახებ. ასევე, ხელი შეუწყონ ადამიანებს, რომლებსაც სურთ პროფესიული განათლების მიღება. ქართულ- გერმანული პროფესიული განათლების დღეები ემსახურება პროფესიული განათლების დახვწასა და მოდერნიზებას.
ღონისძიების ფარგლებში, რესპუბლიკის მოედანი წარმოდგენილი იქნება ინტერაქციული და ინფორმაციული სივრცის სახით, სადაც ყველა მსურველსა და სტუმარს შეეძლება შეაფასოს ქართულ-გერმანული ურთიერთობის შედეგები, ასევე გამოცადონ საკუთარი თავი სხვადასხვა პროფესიებში და მიიღონ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო სერვისების, პროგრამებისა და პოლიტიკის შესახებ.
პროფესიულ კოლეჯების სტუდენტებს კერძო კომპანიები სთავაზობენ გადამზადებას და ადგილზე სწავლას, თეორიული განათლება კოლეჯებში ხოლო პრაქტიკული უნარების შეძენა საწარმოებსა და კომპანიებში ხდება
საქართველოსა და გერმანიის კერძო სექტორები არიან ჩართულები ტექნიკური და პროფესიული განათლების მოდერნიზებაში.
სექტორული ასოციაციები იქნებიან წარმოდგენილი ჩართული სექტორის ასოციაციის მიერ გაიცა მოთხოვნა პროფესიების ადმინისტრირებაზე
ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა პროფესიების სიმულაციები.
სტუმარს შესასვლელში დახვდებიან პროფესიული კოლეჯების მოხალისები, რომლებიც კარგად და ზუსტად აუხსნიან ადამიანებს ღოონისძიების შესახებ და დაურიგიბენ ყველა შემსვლელს ტერიტორიის რუკებს. რუკაზე დატანილი იქნება სხვადასხვა სახის ინფორმაცია, კერძოდ :
- ღონისძიების დეტალები
- ღონიძიებაზე მოსული სტუმარი საჩუქარს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ ის შეავსებს მონაცემებს და სწორედ უპასუხებს რუკაზე მოცემულ კითხვებს .
- თითოეულ სივრცეში იქნება სიმულაციები სტუმრებისთვის; იმ შემთხვევაში, თუ სწორად უპასუხებენ კითხვას, მიიღებენ საინფორმაციო მარკას,
მას შემდეგ, რაც ყველა დავალებას წარმატებით გაართმევს თავს და საჩუქრების სივრცეში წარადგენს თავის მოგებულ მარკებს, სტუმარს საჩუქრად გადაეცემა სასაუქრე ტომარა.
ღონისძიებაზე მოსულ ადაიანებს შეეძლებათ ადგილზე გამოსცადონ საკუთარი თავი სხვადასხვა პროფესიებში, მიიღონ ინფორმაცია განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობებთან დაკავშირებით. ასევე ექნებათ საშუალება გაეცონონ გერმანიის საელჩოს, საქართველის განათლების სამინისტროსა და თბილისის მერიის სხვადასხვა კუსრსებს, პროგრამებსა და ინიციატივებს.
სახალხო ღონისძიების პარალელურად რესპუბლიკის შენობაში მიმდინარეობს კონფერენცია სადაც 22 გერმანელი 220 ქართველ ექსპერტთან ერთად იმუშავებენ შემდეგ საკიხებზე:
- პროფესიული განათალების ახალი უნარები საქართველოსთვის
- პროფესიული განათლება შრომიტი მიგრაციისთვის - პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაცია
- არაფორმაულრი პროფესიული განათლება - ზრდასრულთა პროფესიული განათლება
- კერძო სექტორის ჩართულობა პროფესიული განათლების დაგეგმვასა და განათლებაში
- დუალური პროფესიულ განათლებაში კომპანიების ჩართვის ხელშეწყობა
- ხარისხის გაზრდა და სერტიფიცირების პროცედურები
ამავე დღეს, 15 ივნისს, საღამოს 19:00 ზე გაიმართება სამთავრობო მიღება სადაც საქართველოსა და გერმანიის სახელმწიფოების წარმომადგენლები ისაუბრებენ სამომავლო გეგმებზე და ახალ დახმარებაზე/თანხებზე რომელსაც გერმანია გამოყოფს საქართველოსთვის.
16 ივნისს გაიმართება Skills4Georgia Talks სადაც 13 სპიკერი გაუზიაარებს საკუთარ გამოცდილებასა და შეხედულებას პროფესიებთან და მათან ასოცირებულ უნარებტან დაკავშირებით.
ღონისძიება დაიწყება 11 საათზე, რესპუბლიკის შენობაში.