ჩინეთი 2020 წელს აგვისტოში წითელ პლანეტაზე პირველ მარსმავალს გააგზავნის, ამის შესახებ ინფორმაციას Space.com ავრცელებს. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პეკინი წითელ პლანეტაზე როვერს, ხოლო მის ორბიტაზე სატელიტს გაგზავნის.
სატელიტი აღჭურვილი იქნება უმაღლესი რეზოლუციის კამერით, სუბზედაპირული რადარით, მინერალოგიური სპექტრო და მაგნიტომეტრით.
240-კილოგრამიანი მარსმავალ კი აღჭურვილია ზედაპირის შემსწავლელი რადარით, მულტისპექტრული კამერით, მაგნიტური და კლიმატის შემსწავლელი სპექტროსკოპით.
შერჩეულია დაფრენის ორი სავარაუდო ადგილმდებარეობა. პირველი „კრაის პლანიტიაა“, რომელიც ნასას მისიების Viking 1-სა და Pathfinder-ის სიახლოვეს მდებარეობს, ხოლო მეორე „ისიდისის პლანიტიაა“, რომელიც „ელიზიუმ მონსის“ დასავლეთ კიდეზე მდებარეობს. ამ ადგილზე Couriosity-სა და Viking 2-ის მისიები დაეშვა.
ხომალდი დაშვებისთვის ულტრაბგერით პარაშუტს გამოიყენებს, რომელიც აქამდე წარმატებით მხოლოდ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს მისიებმა გამოსცადეს.
შეგახსენებთ, რომ აზიის რეგიონში ინდოეთი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც მარსზე თანამგზავრი გააგზავნა.
ფოტო: Nasa.gov