საპენსიო რეფორმის ამოქმედებიდან 5 თვის შემდეგ, დაგროვებით საპენსიო სქემაში 700 ათასი ადამიანია ჩართული.
დაგროვების პრინციპი მარტივია: სქემაში ჩართული თითოეული მოქალაქის სახელზე, დაგროვებით საპენსიო სქემაში ინდივიდუალური, საპენსიო ანგარიში არის გახსნილი. სწორედ ამ ანგარიშზე ირიცხება დასაქმებულისა და დამსაქმებლის 2%-2% და სახელმწიფო კონტრიბუცია 2%. 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული დაგროვებითი სქემა გულისხმობს 275%-იან ურისკო და უპრეცენდენტო მომენტალურ ამონაგებს,რომელსაც დამატებით 8-10% სარგებელი ერიცხება.
სწორედ დაგროვების პრინციპს ეხება საპენსიო სააგენტოს ახალი გრაფიკული ვიდეო-რგოლი. იხილეთ ვიდეო.