მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ახალგაზრდები იწყებენ კამპანიას სახელწოდებით - გამოიხედე ! სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, კამპანია აქტიური უნდა იყოს თითოეული რიგითი ბიულეტინის გადასარჩენად. კამპანიის ერთ-ერთი ორგანიზატორის გიორგი მელაძის განცხადებით, შუალედური არჩევნების პირველ ტურზე მოსახლეობის აქტივობა იყო ძალიან დაბალი. ამიტომ ისინი ამომრჩევლებთან კარდაკარის პრინციპით მისვლას და არჩევნების მნიშვნელობაზე საუბარს გეგმავენ.
ორგანიზაციას ასევე აქვს ფეისბუქ გვერდი „გამოიხედე“ , ამ გვერდზე იქნება ყველა სიახლე, რაც ამ კამპნაიის ფარგლებში მოხდება, შეხვედრების და გადაადგილების ინფორმაცია, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მივიდეს და ჩაერთოს კამპანიაში.
„დღეს გვინდა დავაანონსოთ აქტივისტური კამპანია, რომლის მიზანიც არის მაქსიმალურად მეტი ამომრჩეველი დაარწმუნოს არჩევნების სიკეთეში, მოუწოდოს არჩევნებზე წასვლა და რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუჩინოს რწმენა და დაარწმუნოს იმაში,რომ სახლში ჯდომას ყოველთვის ჯობია საარჩევნო ბიულეტინის გამოყენება ,თავის უბანზე მისვლა პოზიციის დაფიქსირება. რადგან ეს არის სამოქალაქო კამპანია და მიზნად ისახავს არჩევნების როგორც ღირებულების გავრცელებას და საუბარს“, - აცხადებს მელაძე .