ბათუმში, ე.წ. "ჭაობის" ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება. ამ ეტაპზე სააკაძის შესახვევში ასფალტ-ბეტონის საფარის პირველი ფენის დაგება მიმდინარეობს. პარალელურად, სააკაძის ქუჩაზე რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის ჩამოსხმა სრულდება.
ბაგრატიონისა და სააკაძის შესახვევებში უკვე მოეწყო სანიაღვრე მილები და ჭები, დაიგო ბაზალტის ბორდიურები და დეკორატიული ფილები. სანიაღვრე ჭები, ასევე, მოეწყო გურამიშვილის შესახვევში.
ხელშეკრულებით დაგეგმილია ბაგრატიონის შესახვევის, გურამიშვილის ქუჩისა და შესახვევის, სააკაძის ქუჩისა და შესახვევის, მელიქიშვილის I შესახვევის, ოსტროვის I შესახვევისა და ჩოლოყაშვილის II შესახვევის კეთილმოწყობა.
სამუშაოების მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და დეკემბერში დასრულდება. პროექტის ღირებულება 6 293 513, 09 ლარს შეადგენს.