საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ თანამშრომლები გარემოს დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა.
ამასთან ერთად, ხაჩიძემ ბრიფინგზე, გარემოს დაცვის ინსპექციაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა.
„გარემოს დაცვის ინსპექციამ ძალიან რთული პერიოდი გაიარა. განხორციელდა ბევრი ცვლილება. ახლა მათ აქვთ შესაძლებლობა, დაამტკიცონ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს სამსახური. საზოგადოებისთვის ხშირად მიუწვდომელი იყო ინფორმაცია, რომელიც ნათლად ასახავდა ამ სამსახურის თანამშრომლების თითქმის გმირობის ტოლფას საქმიანობას. ეს არის საპასუხისმგებლო სამსახური, რადგან მათი მუშაობის შედეგად ძალიან დიდი საქმე კეთდება," განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
ღონისძიებაზე ინსპექციის უფროსმა ლევან მხეიძემ ივლისის თვიდან დღემდე გატარებული ძირითადი ცვლილებების და რეფორმების პირველი ფაზის დასრულების შესახებ ისაუბრა, რაც თანამედროვე ფორმების, სპეც-აღჭურვილობისა და ახალი ვებ-გვერდის (www.iep.gov.ge) პრეზენტაციას გულისხმობს.