ყველა მარჩენალდაკარგული, რომელმაც შვილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაკარგა, წლის ბოლომდე ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადის შეტანის შემთხვევაში მთელი წლის კონპენსაციას სრულად მიიღებს.
მთავრობის ამ გადწყვეტილების შესახებ საგანგებო განცხადება "ქრისტიან-დემოკრატებმა" დღეს, პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს. როგორც "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა მაგდა ანიკაშვილმა აღნიშნა, მთავრობამ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა და საქართველოას ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მარჩენალდაკარგულ ოჯახებს მთავრობა 9 თვის გაცდენილ დახმარებას სრულად აუნაზღაურებს.
აღსანიშნავია, რომ ეს საკითხი "ქრისტიან - დემოკრატებმა" პირველივე საშემოდგომო სესიაზე დააყენეს. პრობლემა კი იმაში მდგომარეობდა, რომ აღნიშნული კატეგორიის მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა ვერ მიიღო ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით. "ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ" იანვარში შეტანილი ცვლილევბის თანახმად, პირები, რომლებმაც ერთზე მეტი შვილი დაკარგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში იღებენ ორმაგ დახმარებას, ხოლო მათ, ვინც დაკარგეს ერთი შვილი, ასაკობრივ პენსიასთან ერთად შეუძლიათ კონპენსაციის აღებაც, თუმცა ამისთვის მათ განცხადებით უნდა მიემართათ ჯანდაცვის სამინისტროსთვის და დახმარებას აიღებდნენ განცხადების დაწერის დღიდან.
"ქრისტიან-დემოკრატების" განცხადებით კი, არაინფორმირებულობის გამო ფულადი დახმარება 20-ზე მეტმა ოჯახმა ამ დრომდე ვერ მიიღო. "ქრისტიან-დემოკრატებმა" ჯანდაცვის მინისტრისგან იმ ბრძანების შეცვლა მოითხოვეს, რომელიც სახელმწიფო დახმარების დანიშვნის წესს ადგენს. "ქრისტიან-დემოკრატების" ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნება და განაცხადის შევსების შემთხვევაში, რომელიც წლის ბოლომდე უნდა შევიდეს ჯანდაცვის სმაიინსტროში მთელი წლის კონპენსაციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობსიათვის ბრძოლაში მარჩენალდაკარგული ოჯახები სრულად მიიღებენ.