თბილისში, საბურთალოს რაიონში, ჭილაძის ქუჩის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აფეთქება მოხდა. მომხდარის შემდეგად სამი ადამიანი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. აფეთქებას ნგრევა არ მოჰყოლია.
მომხდარზე განცხადება გაავრცელა კომპანია „ყაზტრანსგაზ - თბილიმა,“ რომელშიც აღნიშნულია, რომ აფეტქების მიზეი სავარაუდოდ, ღიად დატოვებული გაზქურის ონკანი გახდა.
"აფეთქების შესახებ ინფორმაცია კომპანიის ცხელ ხაზზე 18:41 წუთზე შემოვიდა. კომპანიის სპეციალისტების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დადგინდა, რომ აღნიშნული კორპუსი გაზის დიდი რაოდენობით დაგროვების გამო ძლიერ აფეთქებას გადაურჩა. მეზობლების განცხადებით აღნიშნული ბინა გაქირავებული იყო. დაშავებულია სამი ადამიანი რომლერბდაც სუბუქი დამწვრობა აღენიშნებათ. დამატებითი დეტალები გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. "კომპანია „ყაზტრანსგაზ - თბილისი“ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მგომარეობაში და უყურადღებოდ. ამით საფრთხეს უქმნით თქვენი, თქვენი ოჯახის წევრების და მეზობლების სიცოცხლეს,"-აღნიშნულია განცხადებაში.