რამდენიმე ქალაქში მასწავლებელთა მაძიებელთა რეგისტრაცია დაიწყო. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე კოკა სეფერთელაძემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.
მათი თქმით, დამწყებ მასწავლებლებს, რომლებსაც მიღებული აქვს უმაღლესი განათლება შესაბამისი კვალიფიკაციით და მასწავლებლობის სურვილი აქვს, რეგისტრაციისთვის უნდა მიმართონ შესაბამის რესურს ცენტრებს, რომლებიც რამდენიმე ქალაქში მდებარეობს.
რეგისტრირებული მაძიებლები სკოლის შესარჩევი კომისიის მიერ შეირჩევიან. ერთ წლიანი პერიოდის გავლის შემდეგ კი მათ უფლება ექნებათ ჩააბარონ სასერთიფიკატო გამოცდები, რის შემდეგაც მასწავლებლის უფლებას მოიპოვებენ.
მასწავლებლობის მაძიებლობის მხარდაჭერის სახელმწიფო შემდეგ საგნებში განხორციელდება: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და უცხო ენები.
რეგისტრაციის ბოლო ვადა 5 ოქტომბერია.