ჯანმრთელობისა და სოცილაური დაცვის პროგრამების სააგენტო უქმდება. ეს ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემაც დაადასტურა. მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში სააგენტოს გაუქმების გადაწყვეტილება სამინისტროში მიმდინარე სტრუქტურლი ცვლილებებით ახსნა.
ასევე, ურუშაძისვე განმარტებით, სამინისტროს ამოცანაა, რომ 350 მილიონი ლარი, რომელსაც სამინისტრო ჯანდაცვის პრგრამზებზე ხარჯავს ეფექტურად და გამჭვირვალედ იხარჯებოდეს. მისივე თქმით, ეს ფული ბიუროკრატიულ კორიდორებში აღარ უნდა იკარგებოდეს.
"ჩვენ 350 მილიონს ვხარჯავთ ჯანდაცვის პროგრამებზე. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს თანხა დაიხარჯოს გამჭვირვალედ და ეფექტურად. ეს თანხა უნდა მივიდეს მოქალაქეებამდე და ყველამ დაინახოს თუ რაში ხარჯავს სამინისტრო ფულს. ეს ფული ბიუროკრატიულ კორიდორებში არ უნდა იკარგებოდეს", - განაცხადა ურუშაძემ.
მინისტრის განმარტებით, სააგენტოს გაუქმების საკითხი მთავრობის სხდომის დღის წესრიგშიც დადგება. სააგენტოს გაუქმებისათვის საჭირო სხვა ყველა ორგანიზაციულ საკითხებს კი, ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს.