„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატს ადა მარშანიას პარლამენტის სხდომათა დარბაზის ჰარმონიული დაგეგმარება არ მოსწონს. მისი თქმით, დარბაზის ჰარმონიული დაგეგმარება დარღვეული, რის გამოც დარბაზში ხმა არ ისმის.
„ძალიან ცუდად ისმის ხმა დარბაზში. ეს არა მხოლოდ ხმაურის ბრალია. როდის დაადგება საშველი დარბაზის გახმოვანებას. ჰარმონიული დაგეგმარება, იცით თქვენ, დარღვეულია. ამ დარბაზში გავატარე ჩემი ცხოვრების ნახევარი, სამწუხაროდ, საუბედუროდ თუ საბედნიეროდ. ძალიან გთხოვთ, ქალბატონო თავმჯდომარე სხდომის ყურსასმენები დაგვირიგეთ, წესიერად რომ მოვუსმინოთ მეტად მნიშვნელოვან და სერიოზულ მოხსენებას“, – განაცხადა ადა მარშანიამ.