კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საეთაშორისო კვლევითი ცენტრი წელსაც ეხმაურება მშვიდობის საერთაშორისო დღეს, რომელიც 21 სექტემბერს აღინიშნება გაეროს ეგიდით მთელს მსოფლიოში. წლევანდელი მშვიდობის დღის მთავარი გზავნილია: მშვიდობა, ახალგაზრდობა და განვითარება, დევიზი: მშვიდობა უდრის მომავალს!
14.00-15.00 საქართველოს რადიოს პირველ არხზე 102.4 მოუსმინეთ გადაცემას "ღია სტუდია", რომელიც მშვიდობის აღქმასა და მიღწევის გზებს მიეძღვნება. დაგვირეკეთ სტუდიაში და გვიამბეთ "მშვიდობის` შესახებ. სტუმრები იქნებიან: გიორგი ხუციშვილი (კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი, კონფლიქტოლოგი), ნანა ბერეკაშვილი (ფსიქოლოგი)
18.00 ვერის პარკში `მშვიდობის სანთლების~ აქცია: მშვიდობა უდრის მომავალს! Dყველას გთხოვთ, მოხვიდეთ და ქუჩაში მიმართოთ ხალხს თუ, როგორ ვაშენოთ მშვიდობა!
19.00 კინოთეატრ `ამირანის~ ლიტერატურული კაფის კინოდარბაზში ერთად ვუყუროთ ფესტივალის `დრო მშვიდობისასთვის~ გამარჯვებულ ფილმს და განვიხილოთ ერთად.