29 მაისს 13:00 საათზე მარნეულის საზოგადოებრივ კოლეჯში გაიმართება შეხვედრა დაგროვებითი საპენსიო სქემის შესახებ.
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ვაჟა ჯაფოშვილი დასაქმებულებს წარუდგენს დაგროვებითი საპენსიო სქემის შესახებ პრეზენტაციას და გასცემს დასმულ კითხვებზე პასუხებს.