„პოლიტიკა სამსჯავროზე“ რუსულ ფორმატში სამსჯავროზე წარმოადგენს ნიკიტა ხრუშჩოვის პოლიტიკას. იმიტირებულ სასამართლო პროცესზე ერთმანეთს შეერკინება სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის რუსული სექტორის სტუდენტებისაგან დაკომპლექტებული გუნდები: ბრალდების მხარე ,,PRAXIDICA“ და დაცვის მხარე,,VINCENTIUS”.
ნიკიტა ხრუშჩოვი, საბჭოთა კავშირის პირველი პირი 1953-1964 წლებში. მსოფლიოს ნაწილისათვის (მათ შორის, ქართველთათვის) ცალსახად „შავი“, სხვა გარკვეული ნაწილისათვის უფრო „თეთრი“, რადგან საბჭოთა ტირანიას დაეჯახა და სსრკ-ს არსებობას წყალი შეუყენა. ბრიტანელი ისტორიკოსის, ლენინის, სტალინისა და ტროცკის ბიოგრაფის, საბჭოთა კავშირის ცნობილი სპეციალისტის, რობერტ სერვისის დახასიათებით, იგი იყო: “ერთდროულად სტალინისტი და ანტისტალინისტი, მორწმუნე კომუნისტი და ცინიკოსი, მხდალი ყოყლოჩინა და გამოკვეთილი ფილანტროპი, შფოთისთავი და მშვიდობისმყოფელი, კოლეგა სტიმულატორი და ძალაუფლების მოყვარული ხეპრე, სახელმწიფო მოღვაწე და პოლიტიკანი რომელიც დიდი გონებრივი სიღრმით არ გამოირჩეოდა.“
ბრალდების მხარე, გუნდი „PRAXIDICA“: ივანე ღლონტი (კაპიტანი); სპარტაკ ბეკვერია; ჟაინა დადაევა; ლიანა დიასამიძე; მირანდა დიასამიძე; ალექსანდრა ზამულა; გიუნელ კარამოვა; თინა მერზანტოვა; ალინა სვანიძე; თეა ღვალაძე; გიორგი ხიჯაკაძე.
მენტორები: პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით: პროფ. პროფ. ემილია ალავერდოვი, ვაჟა გურგენიძე, ლევან ოსიძე. სამართლის მიმართულებით: პროფ. ზურაბ მელქაძე.
დაცვის მხარე, გუნდი „VINCENTIUS“: იანა ალიმბარაშვილი (კაპიტანი); ალი ვაცანაევი; აიშა მამედოვა; მარიამ რომელაშვილი; ზურაბ სვანიძე; ვალერია სტარნიჩენკო; ანა ფერანი; ანა ქადაგიძე; ლია ღვინჯილია; ანა შანშაშვილი;
მენტორები: პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით: პროფ. სულიკო გრიგალაშვილი. სამართლის მიმართულებით: რუსუდან ქაზუმაშვილი. კონსულტანტი: ლევან ანთია.
ჟიურის წევრი, ფრენსის მარიონის უნივერსიტეტის პროფესორი (ქ. ფლორენსი, სამხრეთ კაროლინის შტატი, აშშ) დოქტორი ელენა ესკრიჯ-კოსმაჩი: პროფესორ კუპრაშვილის პროექტი ყოველმხრივ საინტერესო პროექტია. მან მოძებნა სტუდენტების დაინტერესებისა და მათი სასწავლო და სამეცნიერო პროცესში აქტიურად და ხალისით ჩაბმის სრულიად ახლებური და ეფექტური ფორმა. ცნობილი პოლიტიკური ფიგურების მიერ წარმოებული პოლიტიკის სახელმწიფო ინტერესებთან შესაბამისობის შესწავლის, სამეცნიერო კვლევის შედეგებისა და შეძენილი უნარ-ჩვევების დემონსტრირება ხდება იმიტირებულ სასამართლო პროცესებზე.
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, სამართლის დოქტორი, პროფესორი ირაკლი გაბისონია: ფაკულტეტის მიზანია სამართლისა და საერთაშორისო სპეციალობის სტუდენტები მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ და მაღალ პროფესიულ დონეზე ემსახურონ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენთან დაინერგა პროფესორ კუპრაშვილის პროექტი „პოლიტიკა სამსჯავროზე“, ეს უნიკალური პროექტი ეფექტურად ჩაეწერა ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო პროცესში და ჩვენი მიზნის მიღწევაში გარკვეული წვლილი შეაქვს. პროექტი ხელს უწყობს სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებმა ერთობლივად შეისწავლონ ცნობილი პოლიტიკოსების მიერ პოლიტიკის „კეთების“ ნიუანსები, გამოავლინონ დაშვებული შეცდომები, შექმნან დაგროვილი გამოცდილების ერთგვარი ბანკი, მომავალ პროფესიულ საქმიანობაში გამოსაყენებლად ანუ ისწავლონ შეცდომებზე. ამასთან, ისინი ივითარებენ სახელმწიფოებრივ და ანალიტიკურ აზროვნებას, ეუფლებიან მოლაპარაკებების ხელოვნებას, იყალიბებენ თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის, საჯარო გამოსვლების, დებატების, კვლევითი მუშაობის უნარ-ჩვევებს. ჩვენ უკვე ჩავატარეთ ქართულენოვანი 6 სამსჯავრო და 8 ივლისს ფინალში გასული გუნდები იასპარეზებენ. 5 ივლისს კი ფინალში იასპარეზებენ სასკოლო ფორმატის უფროსკლასელებით დაკომპლექტებული გუნდები. ამჯერად, 29 ივნისს ფაკულტეტის რუსული სექტორის სტუდენტებისაგან შემდგარი გუნდები რუსულ ენაზე შეერკინებიან ერთმანეთს. საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების დაცვის ხელოვნებას რუსულ ენაზეც ეუფლებიან საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალობის ჩვენი სტუდენტები. მზადდება ინგლისურენოვანი გუნდებიც.
პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი: სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებისა და სპეციალობის სტუდენტების, პროფესორ-მენტორების, მოწვეული ექსპერტების მიერ წინასწარი პოლიტოლოგიური და სამართლებრივი შესწავლისა და ანალიზის შემდეგ, იქმნება ბრალდებისა და დაცვის გუნდები, რომელთაც უტარდებათ მასტერ-კლასები სხვადასხვა სპეციალობის ცნობილი მეცნიერების, მოქმედი პროკურორების, მოსამართლეების, ადვოკატების მიერ. გუნდებს აქვთ თავთავიანთი დევიზი და ლოგო, თითოეულს ჰყავს შესაბამისი მეცნიერების დარგის მენტორი. იმიტირებული სასამართლო პროცესის შემდეგ ნაფიც მასჯულთა კოლეგიას (რომლის შემადგენლობაშია პროფესორები, საპარლამენტო ლეგიტიმაციისა და სხვა კვალიფიციური პარტიების წარმომადგენლები) გამოაქვს ვერდიქტი, რამდენად შეესაბამებოდა გატარებული პოლიტიკა ქვეყნის სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებს.
დაინერგა გარკვეული პრობლემების გადასაწყვეტად სწავლების სხვადასხვა საფეხურის, სხვადასხვა სპეციალობების და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების გუნდურად ერთობლივი მუშაობის პრაქტიკა. გახორციელდა სასწავლო-სამეცნიერო თეორიულ-პრაქტიკული პროცესში სამართლის, პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების და სხვა სპეციალობების ჰარმონიული ურთიერთკვეთა და უერთიერთშევსება, სინთეზი და უნივერსალიზაცია.
სამსჯავრო შედგება: 2019 წლის 29 მაისს, 13 საათზე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული კორპუსი, გ.ნიკოლაძის დარბაზი.